ავტორიზაცია

მესიმ პსჟ-ში ჩატარებული სადებიუტო სეზონი შეაფასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

მესიმ პსჟ-ში ჩატარებული სადებიუტო სეზონი შეაფასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა
თარიღი 23 მაი 2022, 01:55

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ პარიზულ კლუბში ჩატარებული სადებიუტო სეზონი შეაფასა.

"სეზონი დასრულდა და მინდა, მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს იმისათვის, როგორც მეპყრობოდნენ მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი და ჩემს ოჯახს იმისათვის, რომ ყოველთვის გვერდში მედგნენ და მხარს მიჭერდნენ".

"ეს წელი სხვებისგან განსხვავებული იყო იმ ყველაფრის გამო, რაც მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემპიონატი მოვიგეთ, რაც ძალიან მიხარია, რადგან ჩემთვის "პსჟ"-ში პირველი ტიტულის მოგება ბევრს ნიშნავს".

"მწარედ ვიგემეთ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, სადაც მეტოქეზე ("რეალზე") უკეთესები ვიყავით. ამავდროულად, მინდა სიხარული ვიგრძნო, რომ ჩემს კოლექციას კიდევ ერთი ტიტული შევმატე, რაც ერთ-ერთი მიზანი გახლდათ".

"რა თქმა უნდა, 2022 წელს ბევრი კარგი რამ გველოდება. მნიშვნელოვანი წელიწადი იქნება და ბრძოლას ვაპირებთ, რათა ყველაფერში ამბიციურები ვიყოთ. შეხვედრამდე!", - წერს 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

2021/22 წლების სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.