VIDEO: უსუსური ბარსა კამპ ნოუზე — კატალონიელებმა სეზონი ვილიარეალთან წაგებით დაასრულეს
ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 38-ე ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "ვილიარეალს" უმასპინძლა.
"კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება "ყვითელი წყალქვეშა ნავის" გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ალფონსო პედრასამ გახსნა, შედეგიანი გადაცემა კი საკუთარ აქტივში დანი პარეხომ ჩაიწერა.
55-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს - კატალონიელთა კარი მოი გომესმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ასე და ამგვარად, "ბარსამ" ლა ლიგა 73 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო "ვილიარეალს" 59 ქულა დაუგროვდა და მე-7 პოზიციაზე გავიდა.