ავტორიზაცია

კონტე: "ტოტენჰემის ხელმძღვანელობას შევხვდები და ყველასათვის საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით"

კონტე: "ტოტენჰემის ხელმძღვანელობას შევხვდები და ყველასათვის საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით"
თარიღი 23 მაი 2022, 11:29

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

"ჩემი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდეა გათვლილი. "ტოტენჰემში" მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე, ჩემთვის გუნდის შუა სეზონში ჩაბარება უდიდესი გამოწვევა იყო".

"ჩემნაირი მწვრთნელისთვის მარტივი სიტუაცია არ გახლდათ. ეს იყო სერიოზული გამოცდა, კარგად მესმოდა, რაზეც მივდიოდი".

"სხვა მხრივ, კარგად იცით, რომ ამბიციური ადამიანი ვარ. რაღაც დიდისთვის ბრძოლა მიყვარს, ტიტულებისთვის ბრძოლა მიყვარს. ჩემთვის ოთხეულში მოხვედრა ტიტულის ტოლფასია და ძალიან მიხარია. და რა იქნება მომავალში - ვნახოთ".

"ყოველთვის ვამბობდი, რომ სეზონის ბოლოს კლუბთან ყველაფერს განვიხილავ და ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით".

"ახლა უმჯობესია რამდენიმე დღე დავისვენოთ, რათა ცივი გონებით ვიფიქროთ, რადგან ახლა ემოციებით სავსენი ვართ. შემდეგ კი შევხვდებით და საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ციტირებს კონტეს სიტყვებს ESPN-ი.