ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლივერპულმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: ლივერპულმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 23 მაი 2022, 14:05

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში ახლადაღზევებული "ფულემიდან" ახალგაზრდა იმედის მომცემი ტალანტი დაიმატა.

მერსისაიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ფაბიო კარვალიო გუნდს 1 ივლისს შეუერთდება. ინგლისის ჩემპიონატის მე-2 ადგილოსანს პორტუგალიელის შეძენა 5 მილიონი ევრო დაუჯდა და მასთან გრძელვადიან, 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კლოპს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრის დამატება ჯერ კიდევ იანვარში სურდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერისთვის აუცილებელი პროცედურების გავლა ვერ მოხერხდა.

კარვალიომ ჩემპიონშიპის 2021/22 წლის სეზონში, "ფულემის" რიგებში ჩატარებულ 36 შეხვედრაში, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.