ავტორიზაცია

მბაპეს პსჟ-ში დარჩენამ მის ყოფილ კლუბს მონაკოს სოლიდური თანხა მოუტანა

მბაპეს პსჟ-ში დარჩენამ მის ყოფილ კლუბს მონაკოს სოლიდური თანხა მოუტანა
თარიღი 23 მაი 2022, 16:52

კილიან მბაპემ "პსჟ"-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამ გადაწყვეტილებით, მისი ყოფილი გუნდი "მონაკო" სოლიდურ თანხას მიიღებს.

საფრანგეთის ნაკრების წევრი 2017 წელს შეუერთდა საფრანგეთის დედაქალაქის კლუბს. სატრანსფერო ღირებულება მთლიანობაში 180 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი.

ტრანსფერის გაოფიციალურებისთანავე "მონაკომ" 90 მილიონი მიიღო "პსჟ"-სგან, ხოლო ერთი წლის შემდეგ 55 მილიონი. კონტრაქტში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მბაპეს ყოფილი გუნდი 35 მილიონს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ კილიანი პარიზულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა ან სხვა გუნდში გაიყიდებოდა.

შესაბამისად, 23 წლის ვარსკვლავის თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შემთხვევაში, "მონაკო" ამ სოლიდურ თანხას დაკარგავდა, რასთანაც ახლოს იყო.