ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "მინდა, კლოპს და გვარდიოლას კონკურენცია გავუწიო"

ტენ ჰაგი: "მინდა, კლოპს და გვარდიოლას კონკურენცია გავუწიო"
თარიღი 23 მაი 2022, 17:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ დამრიგებელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ პრემიერ ლიგაში "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" ბატონობა დაასრულოს.

"კლოპის და გვარდიოლას მიერ გაწეულ სამუშაოს ვაფასებ. მათი გუნდები ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ყველა ეპოქა დასასრულს უახლოვდება და მარადიული არაფერია.

მიზნად მაქვს დასახული, რომ მათ ტიტულისთვის ბრძოლაში კონკურენცია გავუწიოთ. ვიცი ეს მოკლე დროშივე ვერ მოხდება, მაგრამ მთავარია განვითარების კარგი პროექტი შევქმნათ. პრემიერ ლიგა ყველაზე დიდი ჩემპიონატია და ერთი სული მაქვს ამ გამოწვევას შევხვდე." - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "წითელი ეშმაკების" ტელეარხთან.

შეგახსენებთ, ტენ ჰაგი ამსტერდამის "აიაქსს" წვრთნიდა და ინგლისურ გრანდშიც შემტევი სტილით თამაშს აანონსებს.