ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტდა — ტენ ჰაგის ასისტენტების ვინაობა გაირკვა

მანჩესტერ იუნაიტედის სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტდა — ტენ ჰაგის ასისტენტების ვინაობა გაირკვა
თარიღი 23 მაი 2022, 18:43

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბი ოფიციალურად დაკომპლექტდა.

ასე და ამგვარად, ჰოლანდიელი სპეციალისტის ასისტენტები სტივ მაკლარენი და მიტჩელ ვან დერ გაგი იქნებიან.

მაკლარენი 1999 წლიდან 2001 წლამდე "ემიუში" ალექს ფერგიუსონის დახმამრე გახლდათ. შემდეგ იგი "მიდლსბროს", "დერბი ქაუნთისა" და სხვა კლუბებს წვრთნიდა. 2008/09 წლების სეზონში "ტვენტემ" მაკლარენის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო. მაშინ ტენ ჰაგი მუშაობდა მის შტაბში.

რაც შეეხება ვან დერ გაგს, ეს უკანასკნელი ამსტერდამის "აიაქსშიც" ტენ ჰაგის ასისტენტი იყო და "მანჩესტერ იუნაიტედში" მასთან ერთად გადავიდა.

მოგეხსენებათ, 52 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მანიკუნიანელებთან 2025 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.