ავტორიზაცია

ტენ ჰაგმა უპასუხა კითხვას, შედის თუ არა მის სამომავლო გეგმებში რონალდუ

ტენ ჰაგმა უპასუხა კითხვას, შედის თუ არა მის სამომავლო გეგმებში რონალდუ
თარიღი 23 მაი 2022, 18:58

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტმა ჰოლანდიელ სპეციალისტს ჰკითხა, შედის თუ არა 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მის გეგმებში, რაზეც უპასუხა: "ცალსახად!".

"კრიშტიანუს ჩვენთვის გოლების გატანა შეუძლია. მაგრამ ჯერ მასთან განვიხილავ ყველაფერს, სანამ თქვენთან ვილაპარაკებ", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, რონალდუ "ეშმაკუნების" რიგებში გასულ ზაფხულს დაბრუნდა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება ტენ ჰაგს, 52 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედს" ამსტერდამის "აიაქსიდან" შეუერთდა და გუნდს 2025 წლამდე გაწვრთნის.