ავტორიზაცია

2021/22 წლების სეზონი დასრულდა — ვინ გახდა ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი?

2021/22 წლების სეზონი დასრულდა — ვინ გახდა ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი?
თარიღი 23 მაი 2022, 19:31

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპის "ოქროს ბუცი" ზედიზედ მეორედ მოიგო.

33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 70 ქულა დააგროვა.

მეორე ადგილი "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდმა, კილიან მბაპემ დაიკავა (28 გოლი, 56 ქულა).

ჩირო იმობილემ ("ლაციო", 27 გოლი სერია ა-ში) და კარიმ ბენზემამ ("რეალი", 27 გოლი ლა ლიგაში) 54-54 ქულა დააგროვეს.

2020/21 წლების სეზონშიც ლევანდოვსკიმ დაისაკუთრა აღნიშნული ჯილდო. მაშინ რობერტმა ბუნდესლიგაში 41 ბურთი (82 ქულა) შეაგდო.

2021/22 წლების სეზონის "ოქროს ბუცის" რეიტინგის ტოპ სამეული:

1. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 70 ქულა (35×2)

2. კილიან მბაპე ("პსჟ") - 56 ქულა (28×2)

3-4. ჩირო იმობილე ("ლაციო") - 54 ქულა (27×2)

3-4. კარიმ ბენზემა ("რეალი") - 54 ქულა (27×2)

მოგეხსენებათ, "ოქროს ბუცი" გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP 5 ქვეყნის (ინგლისი. იტალია. ესპანეთი. გერმანია. საფრანგეთი) ჩემპიონატებს.