ავტორიზაცია

ESPN: რონალდუმ იანვარში მანჩესტერის ბოსებს აცნობა, რომ ერთ შემთხვევაში კლუბს დატოვებდა

ESPN: რონალდუმ იანვარში მანჩესტერის ბოსებს აცნობა, რომ ერთ შემთხვევაში კლუბს დატოვებდა
თარიღი 23 მაი 2022, 19:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში არ უნდოდა.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, იანვარში პორტუგალიელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ არ დარჩებოდა, თუ გერმანელი სპეციალისტი გუნდის გაწვრთნას გააგრძელებდა.

37 წლის სუპერვარსკვლავი ერთადერთი ფეხბურთელი არ ყოფილა, რომელსაც რანგნიკის სამუშაო მეთოდები არ ხიბლავდა. ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია შემდეგი სათაურით: "ძალიან ბევრს ყვირის", - მანჩესტერის ფეხბურთელები რანგნიკით უკმაყოფილონი არიან.

შეგახსენებთ, რანგნიკი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს. "ეშმაკუნებმა" დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ტენ ჰაგი წარადგინეს.

63 წლის გერმანელი "ემიუს" დროებითი მწვრთნელის რანგში გასული წლის 3 დეკემბერს ჩაუდგა, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ.