ავტორიზაცია

ოფიციალურად: დორტმუნდის მთავარ მწვრთნელად 39 წლის სპეციალისტი დაინიშნა

ოფიციალურად: დორტმუნდის მთავარ მწვრთნელად 39 წლის სპეციალისტი დაინიშნა
თარიღი 23 მაი 2022, 20:13

"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კლუბის ტექნიკური დირექტორი, ედინ ტერზიჩი დაინიშნა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბორუსიელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.

39 წლის გერმანელმა სპეციალისტმა 2025 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, ტერზიჩს "დორტმუნდის" სათავეში უკვე უმუშავია, 2020 წელს იგი ლუსიენ ფავრის გათავისუფლების შემდეგ მთავარი მწვრთნელის ვალდებულებების შემსრულებლად დანიშნეს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გერმანიის თასი მოიგო.

2021/22 წლების სეზონში ბორუსიელებს მარკო როზე წვრთნიდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაითხოვეს.