ავტორიზაცია

Bild: მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელობას ორი ფეხბურთელის შეძენა მოსთხოვა

Bild: მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელობას ორი ფეხბურთელის შეძენა მოსთხოვა
თარიღი 23 მაი 2022, 20:30

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე ორი მოთამაშის შეძენა მოსთხოვა, წერს Bild-ი.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის თანახმად, საუბარია საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებზე, "მონაკოს" ნახევარმცველ ორელიენ ტჩუამენისა და "ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელეზე.

ამასთანავე აღინიშნება, რომ "პსჟ'-ს გენერალური დირექტორი დემბელეს მრჩეველს შეხვდა - მუსა სისოკოს, რათა პოტენციური ტრანსფერი განეხილა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტჩუამენი მადრიდის "რეალს" შეუთანხმდა კონტრაქტის პირობებზე.

შეგახსენებთ, მბაპემ "პსჟ"-სთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა. აგრეთვე, სხვადასხვა წყაროების თანახმად, 23 წლის ფრანგმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების უფლება მიიღო.