ავტორიზაცია

MARCA: მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის სასურველ მცველში 50 მილიონ ევროს იხდის

MARCA: მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის სასურველ მცველში 50 მილიონ ევროს იხდის
თარიღი 24 მაი 2022, 11:35

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვილიარეალის" ცენტრალური მცველის, პაუ ტორესის შეძენითაა დაინტერესებული, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" მზად არიან 25 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

როგორც აღინიშნება, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მანიკუნიანელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს მოსწონს.

აქამდე არსებული ცნობით, ტორესის გამოსასყიდი თანხა 55-60 მილიონს შეადგენს.

2021/22 წლების სეზონში "ვილიარეალის" უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.