არცერთი ფეხბურთელი ინტერიდან — Whoscored-მა სერია ა-ს სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
WhoScored-მა იტალიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ფეხბურთელები მატჩებში მიღებული საშუალო შეფასების მიხედვით შეირჩა.
მეკარე: მაიკ მენიო ("მილანი") – 6,9;
მცველები: ხუან კუადრადო ("იუვენტუსი") – 7,2, გლეისონ ბრემერი ("ტორინო") – 7,2, კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი") – 7,1, ტეო ერნანდესი ("მილანი") – 7,2;
ნახევარმცველები: დომენიკო ბერარდი ("სასუოლო") – 7,4, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ("ლაციო") – 7,4, ლორენცო პელეგრინი ("რომა") – 7,3, რაფაელ ლეაო ("მილანი") – 7,4;
თავდამსხმელები: ჩირო იმობილე ("ლაციო") – 7,3, ლუის მურიელი ("ატალანტა") – 7,3.