ავტორიზაცია

მბაპე: "საფრანგეთის ამჟამინდელმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა მირჩიეს პსჟ-ში დარჩენა"

მბაპე: "საფრანგეთის ამჟამინდელმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა მირჩიეს პსჟ-ში დარჩენა"
თარიღი 24 მაი 2022, 13:47

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ საკუთარი მომავალი საფრანგეთის ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებთან განიხილა.

"ემანუელ მაკრონმა და ნიკოლა სარკოზიმ მირჩიეს "პსჟ"-ში დარჩენა", - აცხადებს 23 წლის სუპერვარსკვლავი Canal+-თან ინტერვიუში.

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მბაპემ მაკრონთან საუბრის შემდეგ დეტალურად ისაუბრა.

"ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ასე ვიტყვი: კარგი რჩევა მომცა. უნდოდა, რომ დავრჩენილიყავი და ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო. მაკრონი ერთ-ერთია იმ ბევრ ადამიანს შორის, რომელსაც ფეხბურთზე ვესაუბრე. ცხადია, ფეხბურთი შეიცვალა და ახლა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებაში".

– შეგიძლია მოგვიყვე საფრანგეთის ელჩის სტატუსის შესახებ, რომელიც გაქვთ?

"თუ ელჩი ვარ, ამისათვის უნდა გადამიხადოთ (იცინის)".

"ჩვენს ჩემპიონატს ძალიან აკრიტიკებდნენ. როგორც ამბობდნენ, საკმარისად არ ვიცავთ. არ არის საჭირო ვიფიქროთ, რომ იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე სინამდვილეში, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის გამო არც უნდა გვრცხვენოდეს".

"საფრანგეთს ფეხბურთში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ეს უნდა გვახსოვდეს. სხვა ქვეყნებში ჩასვლის შესაძლებლობა მქონია და იქ ხალხი თავიანთი ფეხბურთით ამაყობს. კარგი იქნება, აქაც ასე რომ იყოს", - დასძინა მბაპემ.