ავტორიზაცია

მბაპე: "მადრიდელთა იმედგაცრუება ნორმალურია, მათი მესმის და კრიტიკას გაგებით ვეკიდები"

მბაპე: "მადრიდელთა იმედგაცრუება ნორმალურია, მათი მესმის და კრიტიკას გაგებით ვეკიდები"
თარიღი 24 მაი 2022, 14:54

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ "რეალისთვის" უარის თქმის შემდეგ ესპანეთში აკრიტიკებენ.

"ამას ვეგუები და მესმის. პირველ რიგში, მინდა ყველა მადრიდელს მადლობა გადავუხადო ჩემდამი ასეთი სიყვარულისა და სიმპათიისთვის", - ციტირებს 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი CBS Sports-ი.

"ჩემი სახელი "რეალთან" - ამ კლუბთან და მის გულშემატკივრებთან იყო მოხსენიებული, რითაც ნამდვილად ვამაყობდი".

"მესმის, რომ იმედგაცრუებულები არიან და ეს ნორმალურია. ამაზე არანაირი რეაქცია არ მაქვს: უბრალოდ გაგებით ვეკიდები".

"უნდა გაიგონ, ჩემს ქვეყანაში დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ფრანგი ვარ. დარწმუნებული ვარ, გაიგებენ", - დასძინა მბაპემ.