ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის ბოსების თხოვნა, რომელიც რეშფორდმა არც კი გაითვალისწინა

მანჩესტერ იუნაიტედის ბოსების თხოვნა, რომელიც რეშფორდმა არც კი გაითვალისწინა
თარიღი 24 მაი 2022, 15:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელს, მარკუს რეშფორდს მოედნის ფარგლებს გარეთ აქტივობის შემცირება სთხოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასე და ამგვარად, როგორც იწერება, "ეშმაკუნების" ბოსები ცდილობდნენ 24 წლის ინგლისელი დაერწმუნებინათ იმაში, რომ სოციალური აქტივობებისთვის ნაკლები დრო დაეთმო და ფორმაში ჩადგომაზე მოეხდინა კონცენტრირება.

მიუხედავად ამისა, რეშფორდმა მუშაობისა და აქტივიზმის შერწყმა გააგრძელა.

2021/22 წლების სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.