ავტორიზაცია

ცნობილია იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც ინტერი დიბალას სთავაზობს

ცნობილია იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც ინტერი დიბალას სთავაზობს
თარიღი 24 მაი 2022, 15:29

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა, რომელსაც ზაფხულში ტურინელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, "ნერაძურის" გენდირექტორმა, ბეპე მაროტამ არგენტინელს "3+1" სქემიანი ხელშეკრულება შესთავაზა, წლიურად 6 მილიონ ევროიანი ხელფასით.

გარდა ამისა, აღნიშნულ ხელშეკრულებაში სხვადასხვა ბონუსიცაა გათვალისწინებული, რაც თამაშის დონესთან იქნება დაკავშირებული.

მაროტა 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შეხვდა დიბალას აგენტებს, მაგრამ "ინტერსა" და პაულოს შორის კონტრაქტის ფინანსურ პირობებზე მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

28 წლის სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავისთვის "რომაც" იბრძვის.

დიბალამ, რომელიც "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავდა, გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.