ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 24 მაი 2022, 16:51

"აიაქსის" აწ უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, ნუსაირ მაზრაუი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბაიერნში" გადავიდა.

მიუნხენურმა გრანდმა 24 წლის მაროკოელს 2026 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

"ბაიერნთან" მოლაპარაკებების დაწყებისთანავე კარგი განცდა დამეუფლა. ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შევუერთდი".

"ბაიერნი" ახლახან გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მე-10-ედ გახდა და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს".

"ეს კლუბი ავირჩიე, რადგან მასთან ერთად უდიდესი ტიტულების მოგება შემიძლია", - ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტი მაზრაუის სიტყვებს.

2021/22 წლების სეზონში ახალგაზრდა ფლანგის მცველმა ყველა ტურნირზე ერთად "აიაქსის" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.