ავტორიზაცია

"სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ვამაყობ", - მბაპემ პსჟ-ში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა

"სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ვამაყობ", - მბაპემ პსჟ-ში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 24 მაი 2022, 17:06

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ საფრანგეთისადმი სიყვარულზე ისაუბრა.

"ეს გახდა ჩემი გადაწყვეტილების ნაწილი. ამან დიდი გავლენა მოახდინა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული აღმოჩნდა. ვამაყობ, რადგან ეს გადაწყვეტილება პირადად მივიღე".

"მთელ ოჯახთან განვიხილე, მათთან, ვისთანაც ვმუშაობ და ყველამ მომცა რჩევა. ამის შემდეგ გავაკეთე არჩევანი და სწორად მიმაჩნია".

"რეალისა" და "პსჟ"-ს ერთმანეთთან შედარება საჭირო არ არის. ერთმანეთისგან განსხვავებული კლუბები არიან. "პსჟ" ახალგაზრდაა, 50 წელზე ცოტა მეტის. "რეალი" სრულიად სხვა კლუბია, სხვა ჩემპიონატიდან".

"საფრანგეთის ისტორიის დაწერა მინდოდა მშობლიურ ჩემპიონატში - ქვეყნის დედაქალაქში. ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენა", - ციტირებს 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს CBS Sports-ი.