ავტორიზაცია

ტუხელი ჩელსის თავდამსხმელების შედეგიანობით უკმაყოფილოა

ტუხელი ჩელსის თავდამსხმელების შედეგიანობით უკმაყოფილოა
თარიღი 24 მაი 2022, 18:27

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი გუნდის თავდამსხმელების მიერ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილოა.

"სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც კლუბის ფორვარდებს ჰქონდათ აწ უკვე დასრულებულ სეზონში, საკმარისი არ არის "ლივერპულისთვის" და "მანჩესტერ სიტისთვის" კონკურენციის გასაწევად.

ამ კომპონენტში სიტუაციის გამოსწორება გვჭირდება, რათა ჩემპიონატის ტოპ-2 ადგილში დაწინაურება შევძლოთ. ჩვენს შემტევებს დიდი ციფრები არ აქვთ გოლებსა და ასისტებში, რაც ნამდვილად ცუდია." - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Tribal Football.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატების" რიგებში საუკეთესო გოლეადორი და ასისტენტი შემტევი ნახევარმცველი მეისონ მაუნტი გახდა. მის ანგარიშზე, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში, 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.