ავტორიზაცია

ლივერპული, რეალი თუ პსჟ? ორელიან ჩუამენიმ თავისი არჩევანი გააკეთა - ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაჯდება

ლივერპული, რეალი თუ პსჟ? ორელიან ჩუამენიმ თავისი არჩევანი გააკეთა - ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაჯდება
თარიღი 24 მაი 2022, 19:13

„მონაკოს“ ნახევარმცველმა, ორელიან ჩუამენიმ, რომლისთვისაც სხვადასხვა ევროპული გრანდები იბრძოდნენ, საკუთარ მომავალზე არჩევანი გააკეთა.

22 წლის ფეხბურთელის შეძენა „პსჟ-ს“, „ლივერპულს“ და მადრიდის „რეალს“ ყველაზე აქტიურად სურდათ. მისი ტრანსფერი კილიან მბაპეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც „პსჟ-სთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

თუმცა, როგორც ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა RMC Sport იტყობინება, ფრანგმა ნახევარმცველმა საკუთარი არჩევანი მადრიდულ გრანდზე შეაჩერა და კარიერას სწორედ ესპანეთში გააგრძელებს.

მეტიც, ფრანგი ჟურნალისტი ჯულიენ მაინარდის თქმით, ჩუამენიმ თავის თანაგუნდელებს უკვე შეატყობინა, რომ კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

დიდი ალბათობით, „სამეფო კლუბს“ ეს ტრანსფერი დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაუჯდება.