აზარის მომავალი გარკვეულია - ამაზე თვითონ ფეხბურთელმა ისაუბრა
"მადრიდის რეალის" შემტევმა ედენ აზარმა მის მომავალთან არსებულ კითხვებს პასუხი გასცა და დაადასტურა, რომ "რეალში" რჩება.
"ყველამ კარგად იცის, რომ სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს. ჩემი პირველი სამი სეზონი ისეთი არ გამოდგა, როგორიც მსურდა. ყოველთვის ვოცნებობდი აქ თამაშზე და მინდა დავამტკიცო, რომ სარგებლის მომტანი მოთამაშე ვარ." - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Diario AS.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ვარსკვლავი "ლოს ბლანკოსმა" 2019 წელს დაიმატა და მას შემდეგ, უსასრულო ტრავმები ტანჯავს. შესაძლოა, აზარს თავის გამოჩენის შანსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიეცეს. ცნობისთვის, მას "ლივერპულის" წინააღმდეგ 5 გოლი აქვს გატანილი.