ავტორიზაცია

ალ-ხელაიფი: "ფლორენტინო პერესთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს"

ალ-ხელაიფი: "ფლორენტინო პერესთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს"
თარიღი 24 მაი 2022, 21:45

ნასელ ალ-ხელაიფიმ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან რთულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ „პსჟ-მ“ კილიან მბაპესთან ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის შეძენაც ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი მიზანი იყო.

„მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ სუპერლიგის შემდეგ პერესთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს.

„რეალს“ პატივს ვცემ, ეს უდიდესი გუნდია. ისინი კი ჩვენს მიმართ არიან პატივისცემით. ურთიერთპატივისცემას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფლორენტინო პერესთან არასდროს არ მილაპარაკია, იმიტომ, რომ კილიანი ჩვენი ფეხბურთელია და ამაზე არავისთან არ მჭირდება საუბარი.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ მეთაურმა.