ავტორიზაცია

ორელიან ჩუამენიმ გუშინ კილიან მბაპეს ყურმილი დაუკიდა - RMC Sport

ორელიან ჩუამენიმ გუშინ კილიან მბაპეს ყურმილი დაუკიდა - RMC Sport
თარიღი 24 მაი 2022, 22:13

როგორც ფრანგული და ახლა უკვე ესპანური გამოცემები წერენ, ორელიან ჩუამენის ტრანსფერი მადრიდის „რეალში“ უბრალოდ დროის ამბავია.

ფრანგმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შეატყობინა, რომ კარიერის გაგრძელება მადრიდულ გრანდში სურს. მისი შეძენისთვის ასევე იბრძვიან „ლივერპული“ და „პსჟ-ც“.

პარიზში 22 წლის ფეხბურთელის ხილვა პირადად კილიან მბაპე სურს, რომელმაც ეს საკითხი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულად მოიხსენია.

როგორც RMC Sport წერს, კილიანმა თანამემამულეს გუშინ დაურეკა, რათა „პსჟ-ზე“ გადმოსვლაზე დაეყოლიებინა. თუმცა ჩუამენიმ, როგორც კი გაიგო, რომ მბაპე „პარი სენ-ჟერმენზე“ აპირებდა ლაპარაკს, ყურმილი დაუკიდა.