ავტორიზაცია

რეკორდული ციფრები, რაც ქართულ ფეხბურთს არ ახსოვს! - მამარდაშვილის ახალი კონტრაქტი

რეკორდული ციფრები, რაც ქართულ ფეხბურთს არ ახსოვს! - მამარდაშვილის ახალი კონტრაქტი
თარიღი 24 მაი 2022, 22:53

სულ რაღაც ერთ სეზონში ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" გამორჩეულ მოთამაშედ იქცა.

ესპანური მედიის ცნობით, ღამურები მზად არიან მამარდაშვილს მეგა კონტრაქტი გაუკეთონ, ის, რაც ჯერ ქართულ ფეხბურთს არ ახსოვს.

წინასწარი ინფორმაციით, 21 წლის მეკარე "ვალენსიასთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 2027 წლამდე დარჩება.

მეტიც, მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა, არც მეტი, არც ნაკლები, 100 მილიონი ევრო იქნება!

გასული სეზონი მამარდაშვილისთვის წარმატებული გამოდგა. მას გუნდთან ერთად თასის მოგებაც შეეძლო, თუმცა მიუხედავად ქართველის კარგი თამაშისა, ფინალში "ბეტისთან" დამარცხდა.