ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგაზე დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

ჩემპიონთა ლიგაზე დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
თარიღი 24 მაი 2022, 22:58

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელს "დინამო ბათუმი" დაიცავს.

გასულ წლებში ნაჩვენები საშინელი შედეგების შემდეგ, წელს წარმატების მიღწევას გია გეგუჩაძის გუნდი შეეცდება.

ცნობილია ის 15 სავარაუდო მეტოქე, ვინც "დინამო ბათუმს" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 14 ივნისსაა ჩანიშნული.

სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი (აზერბაიჯანი), მალმიო (შვედეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), შერიფი (მოლდოვა), კლუჟი (რუმინეთი), ბოდო/გლიმტი (ნორვეგია), ფერენცვაროში (უნგრეთი), მარიბორი (სლოვენია), სლოვანი (სლოვაკეთი), ჰიკ (ფინეთი), ნიუ სეინტსი (უელსი), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ჟალგირისი (ლიეტუვა), ლინკოლნი (გიბრალტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია).