ავტორიზაცია

"შევალ თუ არა რეალის ისტორიაში? ამას მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ გავიგებ", - ბენზემა

"შევალ თუ არა რეალის ისტორიაში? ამას მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ გავიგებ", - ბენზემა
თარიღი 24 მაი 2022, 23:20

კარიმ ბენზემამ აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაზე ოცნებობს.

28 მაისს ამ ტურნირის ფინალში „რეალი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

ფრანგ შემტევს ეს ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული - 2013/14, 2015/16, 2016/17 და 2017/18-სეზონებში.

„მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ შევძლებ გაგებას, შევალ თუ არა კლუბის ისტორიაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ვცდილობ თამაშების დროს რაღაც ახალი მოვიმოქმედო, გულშემატკივრები გავახარო. თუმცა რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაზე ვოცნებობ.

ამისათვის საჭიროა ძალიან კარგად მომზადება და მოგებისთვის მოედანზე ყველაფრის გაკეთება.“ - აღნიშნა „რეალის“ ცხრიანმა.