ავტორიზაცია

პრემიერ ლიგამ ჩელსის გაყიდვას მწვანე აუნთო - დარჩა ბოლო ნაბიჯი

პრემიერ ლიგამ ჩელსის გაყიდვას მწვანე აუნთო - დარჩა ბოლო ნაბიჯი
თარიღი 24 მაი 2022, 23:52

ინგლისის პრემიერ ლიგამ რომან აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ გაყიდვას მწვანე აუნთო.

ლონდონურ კლუბს 4.25 მილიარდ ფუნტად ტოდ ბოელის კონსორციუმი ყიდულობს, რომელიც „ლოს ანჯელეს დოჯერსის“ თანამფლობელია.

პრემიერ ლიგამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ახლა გარიგებას მწვანე ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა აუნთოს.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ჩელსი“ ამაზე თანხმობასაც ძალიან მალე ეტყვიან.