ავტორიზაცია

ჩელსი მზადაა თავისი მცველი ბარსელონაში გაუშვას

ჩელსი მზადაა თავისი მცველი ბარსელონაში გაუშვას
თარიღი 24 მაი 2022, 23:59

„ჩელსის“ მცველი მარკოს ალონსო შესაძლოა ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ გადავიდეს.

ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ესპანელი „ბარსაში“ გაუშვას, თუ მხარეები ფინანსურ საკითხზე შეთანხმდებიან.

კატალონიელები ალონსოში დიდი თანხის გადახდას არ აპირებენ, თუმცა პირადი კონტრაქტის დეტალები მხარეებს პრაქტიკულად შეთანხმებული აქვთ.

ალონსო „ჩელსის“ ფებხურთელი 2016 წელს გახდა, სადაც „ფიორენტინადან“ გადავიდა. ამ სეზონში მან 42 მატჩში 4 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.