ავტორიზაცია

მბაპე: "დიახ, ლივერპულთანაც მქონდა კონტაქტი, დედაჩემის საყვარელ კლუბთან, ეს სიმართლეა"

მბაპე: "დიახ, ლივერპულთანაც მქონდა კონტაქტი, დედაჩემის საყვარელ კლუბთან, ეს სიმართლეა"
თარიღი 25 მაი 2022, 10:38

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ "ლივერპულში" გადასვლაზე ამ კლუბისადმი დედამისის სიყვარულის გამო ფიქრობდა.

– მუდმივად "რეალზე" იწერებოდა, მაგრამ "ლივერპულიც" იყო დაინტერესებული...

"დიახ, ეს სიმართლეა. "ლივერპულთან" კონტაქტი მქონდა, რადგან წითელი დედაჩემის საყვარელი ფერია, "ლივერპულზეა" შეყვარებული. რატომ? არ ვიცი, მას ჰკითხეთ (იცინის). მათ რამდენიმე წლის წინ შევხვდით, როცა "მონაკოში" ვთამაშობდი. შესანიშნავი კლუბია. ახლაც ვილაპარაკეთ, მაგრამ არც ისე ბევრი... საბოლოო ჯამში, არჩევანი "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის გაკეთდა".

"ყველამ იცის, გასულ წელს "რეალში" გადასვლა მინდოდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ წასვლა კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან თავისუფალი აგენტი გავხდი, ფრანგი ვარ და ვიცი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ვარ. როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ხარ, მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, ცხოვრებაზეც უნდა იფიქრო".

"კარიერის დასრულების შემდეგ საფრანგეთში ვიცხოვრებ, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, "რეალის" გულშემატკივრებისთვის, მთელი კლუბისთვის მადლობის გადახდაა, რადგან მათ მთელი სიყვარული მომცეს. წარმოუდგენელი იყო, რადგან იქ არასოდეს მითამაშია. 14 წლის ასაკში მხოლოდ ერთი კვირით ვიყავი მადრიდში, მაგრამ წარმოუდგენელი კლუბია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატებებს ვუსურვებ", - ციტირებს 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Marca.