ავტორიზაცია

"სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს შესანიშნავად", - ბენზემამ თავისი წარმატების საიდუმლო გაამხილა

"სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს შესანიშნავად", - ბენზემამ თავისი წარმატების საიდუმლო გაამხილა
თარიღი 25 მაი 2022, 10:59

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა როლს ასრულებს მის თამაშში გამოცდილება.

"ვფიქრობ, ახლა ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც 30 წლის შემდეგ ბევრად უკეთესად იწყებს თამაშს. ჩემს სხეულზე ვზრუნავ, ბევრ ყურადღებას ვაქცევ იმას, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად დავისვენო, ბევრს ვმუშაობ ვარჯიშებზე".

"ჩემი აზრით, გამოცდილებაც მეხმარება. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს შესანიშნავად - ტექნიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც".

"როცა 19-20 წლის ვიყავი, ფეხბურთით ვიყავი შეპყრობილი, მინდოდა მთელი დრო მოედანზე გამეტარებინა. შემდეგ თანდათან ხვდები, რომ ეს ყველაფერი არ არის. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტიც არსებობს: სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, საკმარისი დასვენების დრო, სპორტდარბაზში მუშაობა...".

"არის ბევრი რამ, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. მეჩვენებოდა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ისაა, რაც მოედანზე ხდება", - ციტირებს 34 წლის ფრანგის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.