ავტორიზაცია

"ევროპელებს აქვთ უპირატესობა", - მბაპემ 2022 წლის მუნდიალის ფავორიტების შესახებ ისაუბრა

"ევროპელებს აქვთ უპირატესობა", - მბაპემ 2022 წლის მუნდიალის ფავორიტების შესახებ ისაუბრა
თარიღი 25 მაი 2022, 11:59

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების პრეტენდენტების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ყატარში გასამართი მუნდიალი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დასრულდება.

"საფრანგეთი... ვფიქრობ, ბრაზილიასაც კარგი გუნდი ჰყავს. კიდევ რამდენიმე კარგი ევროპული ნაკრებია... ევროპელებს უპირატესობა აქვთ, რადგან უმაღლესი დონის მატჩებში ვიღებთ მონაწილეობას - მაგალითად, ერთა ლიგა გვაქვს. არგენტინასა და ბრაზილიას კი ეს არ აქვთ".

"სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ევროპაში. ამიტომაც, თუ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებს გადავხედავთ, მუდმივად ევროპული ნაკრებები იგებენ", - ციტირებს 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს TNT Sports-ი.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკულ ნაკრებს მუნდიალი 2002 წლის შემდეგ არ მოუგია - მაშინ ბრაზილიამ იმარჯვა. "სელესაოს" შემდეგ ტიტული იტალიამ, ესპანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა დაისაკუთრეს.