ავტორიზაცია

ბენზემა მბაპეს პარი სენ ჟერმენში დარჩენას გამოეხმაურა

ბენზემა მბაპეს პარი სენ ჟერმენში დარჩენას გამოეხმაურა
თარიღი 25 მაი 2022, 14:14

"რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, 23 წლის სუპერვარსკვლავის ყიდვა "სამეფო კლუბს" უნდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

"შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებთ. ამიტომაც, ახლა ამ წვრილმანებზე საუბრის დრო არ არის. ჩუმად ყოფნა მირჩევნია, მაგრამ გაბრაზებული არ ვარ".

"უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვარ კონცენტრირებული, რაც ამჟამად ყველაფერზე მნიშვნელოვანია", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს RMC Sport-ი.