ავტორიზაცია

მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი ინტერესდება!

მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი ინტერესდება!
თარიღი 25 მაი 2022, 14:37

ახალგაზრდა ქართველ მეკარეს გიორგი მამარაშვილს წარმატებული სეზონი უფასდება და მის მიმართ ინტერესი გაჩნდა.

ესპანური პრესის ცნობით, მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

ინტერესი რეალურია, საქმე კი სხვა რამეშია, რადგან გუშინ მამარდაშვილის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გავრცელდა ინფორმაცია.

"ვალენსია" ქართველ მეკარესთან კონრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, რამდენად შეძლებს "იუნაიტედი" მეკარეში ამხელა თანხის გადახდას, მაგრამ სადაც მაგუაერში 80 მილიონი ევრო ფუჭად გადაიხადეს, წინ ამ ტრანსფერსაც არაფერი უდგას.