ავტორიზაცია

ლიონის მთავარი მწვრთნელი: "მოურინიო ნარცისია, ყველაფერზეა წამსვლელი სარგებლის გამო"

ლიონის მთავარი მწვრთნელი: "მოურინიო ნარცისია, ყველაფერზეა წამსვლელი სარგებლის გამო"
თარიღი 25 მაი 2022, 16:40

"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა "რომას" დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს ნარცისი უწოდა.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი სპეციალისტი 2017 წელს, როცა "აიაქსს" ედგა სათავეში, ევროპა ლიგის ფინალში პორტუგალიელის "მანჩესტერ იუნაიტედთან" (0:2) დამარცხდა.

ამ წელს, მოურინიოს "რომა" კონფერენს ლიგის ფინალში "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება.

ბოშმა გაიხსენა, თუ როგორ მივიდა ჟოზე გადამწყვეტი მატჩის წინ სტადიონზე, რათა მეტოქის ვარჯიშისთვის თვალყური მიედევნებინა, როცა "ემიუ" არ ვარჯიშობდა.

"მოურინიო ნარცისია. მუდმივად კონფლიქტისა და დრამის შექმნითაა დაკავებული. ეს არის მისი მანერა".

"ამ ადამიანს ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეუძლია, თუ სარგებელს ნახავს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მდაბიო და სამარცხვინო იქნება ეს", - ციტირებს ბოშის სიტყვებს ჰოლანდიური მედია.