ავტორიზაცია

ცნობილია, თუ რამდენ მილიონს დახარჯავს ჩელსი გუნდის გასაძლიერებლად

ცნობილია, თუ რამდენ მილიონს დახარჯავს ჩელსი გუნდის გასაძლიერებლად
თარიღი 25 მაი 2022, 18:27

ლონდონის "ჩელსის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვა შეეძლება.

The Telegraph იუწყება, რომ "არისტოკრატების" ახალ მფლობელს ამერიკელ მილიარდელს ტოდ ბოელის გადაწყვეტილი აქვს, რომ გუნდის მწვრთნელს ტომას ტუხელს სატრანსფერო სურვილები აუსრულოს. გერმანელ სპეციალისტს ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად 200 მილიონი გამოეყოფა. 

შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბი 4.25 მილიარდად იყიდება და სულ მალე გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, ამ შესყიდვას ოფიციალურად დაადასტურებს.