ავტორიზაცია

ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
თარიღი 25 მაი 2022, 19:55

გერმანული "ლაიპციგის" შემტევს და ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ ნკუნკუს პრემიერ ლიგაში მსურველი გამოუჩნდა.

როგორც Football.London-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელის გადაბირების სურვილი "ჩელსის" დამრიგებელმა ტომას ტუხელმა გამოთქვა და ზაფხულში მის შეძენას შეეცდება.

გასაკვირი არ არის, რომ კრისტოფერმა გრანდების ყურადღება მიიქცია, რადგან მას გასაოცარი სეზონი ჰქონდა. 24 წლის შემტევმა "ლაიპციგის" რიგებში, 2021/22 წლის სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, სადაც გაიტანა 34 გოლი და შეასრულა 20 საგოლე გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ ნკუნკუს გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. თავის მხრივ, გერმანიის თასის გამარჯვებულებმა განაცხადეს, რომ ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.