ავტორიზაცია

კილიან მბაპე რეალის გეგმებს არ ინდობს! ფრანგი აქტიურად ცდილობს მადრიდელების სამიზნე პსჟ-ში წაიყვანოს

კილიან მბაპე რეალის გეგმებს არ ინდობს! ფრანგი აქტიურად ცდილობს მადრიდელების სამიზნე პსჟ-ში წაიყვანოს
თარიღი 25 მაი 2022, 22:40

„პსჟ“ ორელიან ჩუამენის ტრანსფერს არ ივიწყებს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდის მომავალი სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპუში და კილიან მბაპე ყველაფერს აკეთებენ, რომ „მონაკოს“ ფეხბურთელი თავისთან გადაიბირონ. 

„პსჟ-ს“ შვიდიანი ჩუამენის ტრანსფერს დაჟინებით ითხოვს და ყველანაირად ცდილობს ფეხბურთელი საფრანგეთში დარჩენაზე დაიყოლიოს, მიუხედავად იმისა, რომ თავად 22 წლის საყრდენმა კარიერის გაგრძელების პრიორიტეტულ ვარიანტად მადრიდის „რეალი“ აირჩია.

ამ ეტაპზე, „მონაკო“ და „რეალი“ თანხაზე ვერ რიგდებიან - მონეგასკები 80-ს ითხოვენ, მადრიდელები კი 60-ს სთავაზობენ. ამ სიტუაციის გამოყენება „პსჟ-ს“ სურს, რომელიც მზადაა „მონაკოს“ გაცილებით მეტი შესთავაზოს. 

თავად ჩუამენის „რეალთან“ პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და კლუბებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.