ავტორიზაცია

ლაპორტა: "მბაპე? ფეხბურთელებს ფულით იპარავენ, ეს ჩვენნაირ კლუბებს დიდ საფრთხეს უქმნის"

ლაპორტა: "მბაპე? ფეხბურთელებს ფულით იპარავენ, ეს ჩვენნაირ კლუბებს დიდ საფრთხეს უქმნის"
თარიღი 25 May 2022, 22:56

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კილიან მბაპეს „პსჟ-სთან“ გახანგრძლივებულ კონტრაქტზე ისაუბრა.

როგორ შეაფასებდით მბაპეს „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას?

ეს ბაზარს ანადგურებს, ფეხბურთელებს ფულით იტაცებენ.

ეს ყველაფერ იიმის შედეგია, რომ კლუბს მხარს სახელმწიფო უჭერს. ეს ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რამდენად არამდგრადი გახდა ევროპული ფეხბურთი.

მგონია, რომ ასე ძალიან მეტოქეებზე არ უნდა ვღელავდეთ. უფრო ის უნდა გვაინტერესებდეს, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გავხდეთ და ამის გაკეთებას ვცდილობთ.

რამდენად არიან „რეალი“ და „პსჟ“ თქვენთვის გამომაფხიზლებლები?

ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, რას აკეთებენ სხვები - მათი პრობლემაა. უნდა ვცადოთ უკანონო ქმედებისგან თავის შეკავება, თუმცა ბაზარი ძალიან ნადგურდება კლუბი-სახელმწიფოების მიერ და ისიც ძალიან აშკარაა, თუ ვინ არიან ისინი: „პსჟ“, „მან სიტი“ და ის, ვინც შემდგომში გამოჩნდება.

ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კლუბებს, როგორიც ჩვენია, რომელიც სოსიოსს ეკუთვნის.“ - აღნიშნა ლაპორტამ.