ავტორიზაცია

VIDEO: ბოლო წლების საუკეთესო მატჩი საქართველოს ჩემპიონატში! - კვარაცხელიას დუბლი და შოუ ბათუმში

თარიღი 25 მაი 2022, 23:14

ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, "დინამო ბათუმსა" და წყალტუბოს "სამგურალს" შორის შედგა.

ბათუმში შეკრებილმა გულშემატკივარმა მოედანზე სანახაობა იხილა, მატჩი 4:4 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ მე-9 მატჩი არ წააგო.

ბათუმელები წინ 4-ჯერ გავიდნენ და წყალტუბომ 4-ვეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

მასპინძელთა მხრიდან დუბლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასულა, თითო გოლი კი ჯოვინო ფლამარიონისა და ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.

"სამგურალის" მხრიდან თავი ახვლედიანმა, ჯეფერსონმა, რუხაძემ და კალანდარიშვილმა გამოიჩინეს.