ტუხელი ახალი მფლობელებისგან ტრანსფერებისთვის კოლოსალურ თანხას მიიღებს - ვინ არის ჩელსის მთავარი სამიზნე?

„ჩელსის“ მწვრთნელი თომას ტუხელი ზაფხულში ტრანსფერებისთვის 200 მილიონ ფუნტს მიიღებს.
ასეთი თანხის გამოყოფისთვის მზადაა ტოდ ბოელის კონსორციუმი, რომელიც „ლოს ანჯელესის დოჯერსის“ თანამფლობელია და „ჩელსის“ შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
„ჩელსის“ აბოლუტური პრიორიტეტი - დაცვის გაძლიერებაა, რადგან გუნდს სეზონის ბოლოს ანტონიო რუდიგერი, ანდრეას კრისტენსენი და შესაძლოა, სეზარ ასპილიკუეტაც ტოვებენ.
გუნდის მთავარი სამიზნეები ჟულ კუნდე (სევილია) და იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი) არიან. ასევე, გუნდის შორტ-ლისტში რვა მცველი იმყოფება, პაუ ტორესის (ვილიარეალი) და ხოსე ხიმენესის (ატლეტიკო) ჩათვლით.
თუ გუნდი რომელიმე ფეხბურთელს გაყიდის, მაგალითად ჰაკიმ ზიეჩს, რომელიც ტრანსფერზეა დაყენებული, 200 მილიონი ფუნტი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.