ავტორიზაცია

მბაპეს მორიგი საინტერესო პასუხი კითხვაზე: "რატომ ავირჩიე პსჟ და არა რეალი?"

მბაპეს მორიგი საინტერესო პასუხი კითხვაზე: "რატომ ავირჩიე პსჟ და არა რეალი?"
თარიღი 26 მაი 2022, 10:55

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ახსნა, თუ რატომ არ გადავიდა მადრიდის "რეალში".

მოგეხსენებათ, 23 წლის სუპერვარსკვლავმა პარიზელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლამდე დარჩება.

– რატომ აირჩიე "პსჟ" და არა "რეალი"?

"პსჟ" ავირჩიე, მაგრამ არა მხოლოდ "პსჟ". საფრანგეთიც ავირჩიე".

"როგორც აქამდე ვთქვი, "რეალისთვის" "არა" არ მითქვამს. უბრალოდ "დიახ" ვუთხარი საფრანგეთსა და "პსჟ"-ს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია".

"მინდოდა ცოტა მეტი მეცხოვრა ჩემს ქვეყანაში, რომელმაც ყველაფერი მომცა. ამის მნიშვნელობის გააზრებას ვიწყებ. მიმახვედრეს, რა გამაჩნია აქ, საფრანგეთში. და ასე წასვლა, თანაც უფასოდ...".

"დიდი ფეხბურთელი" არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც უნდა გავხდე. საფრანგეთისა და "პსჟ"-ს გულისთვის ამის გაკეთება მნიშვნელოვანი იყო".

– გრძნობ, რომ დაწყებული საქმე არ დაგისრულებია?

"ვფიქრობ, "პსჟ"-ში ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა. მინდა ისე წავიდე, როგორც დიდი ფეხბურთელი და არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისტორიაში შესვლა მსურს".

"ისტორია კი არ უნდა მოყვე, უნდა შექმნა. ამ ახალი კონტრაქტით საკუთარ თავს "პსჟ"-ს ისტორიაში შესვლის შესაძლებლობა მივეცი", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს RMC Sport-ი.