ავტორიზაცია

AS: რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მცველით ინტერესდებიან

AS: რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მცველით ინტერესდებიან
თარიღი 26 მაი 2022, 11:13

შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლესტერის" მცველმა, ჩაგლარ სეიონჯუმ ინგლისური კლუბი დატოვოს და ესპანეთში გადაბარგდეს.

როგორც გავლენიანი გამოცემა AS-ი იტყობინება, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელით "რეალი", "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ინტერესდებიან.

ზაფხულში "რეალი" "ჩელსიდან" ანტონიო რუდიგერს დაიმატებს, მაგრამ მადრიდელებმა სეიონჯუს შესაძლო ტრანსფერის თაობაზეც იკითხეს.

"ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" თურქისადმი ინტერესი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოიჩნეს.

სეიონჯუ "ლესტერის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, სატრანსფერო ფასი კი 40 მილიონ ევროს შეადგენს.