ავტორიზაცია

ბენზემა: "ჩემპიონთა ლიგის ტიტულის კიდევ ერთხელ მოგებაზე ვოცნებობ"

ბენზემა: "ჩემპიონთა ლიგის ტიტულის კიდევ ერთხელ მოგებაზე ვოცნებობ"
თარიღი 26 მაი 2022, 11:28

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაზე ოცნებობს.

მოგეხსენებათ, 28 მაისს, "სამეფო კლუბი" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

34 წლის ფრანგს მადრიდული გრანდის რიგებში ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული - 2013/14, 2015/16, 2016/17 და 2017/18 წლების სეზონში.

"მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ გავიგებ, შევძელი თუ არა კლუბის ისტორიაში შესვლა".

"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის აბსოლუტურად ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ყოველთვის რაღაც ახლის გაკეთებას ვცდილობ, გულშემატკივრების გახარებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაზე ვოცნებობ".

"ამისათვის ძალიან კარგად მომზადება და გამარჯვებისთვის ყველაფრის გაკეთებაა, რაც შესაძლებელია", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.