ავტორიზაცია

"აბსოლუტური ბოროტებაა", - მილანის აღმასრულებელი დირექტორი მბაპეს ახალი კონტრაქტის შესახებ

"აბსოლუტური ბოროტებაა", - მილანის აღმასრულებელი დირექტორი მბაპეს ახალი კონტრაქტის შესახებ
თარიღი 26 მაი 2022, 12:10

სერია ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

ლუიჯი დე სიერვომ 23 წლის სუპერვარსკვლავსა და პარიზულ კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები გააკრიტიკა.

"იმაში, რაც პარიზში მბაპეს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოხდა, კარგი არაფერი არ არის, ეს აბსოლუტური ბოროტებაა. ასეთ რაღაცებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ".

"თუ საფეხბურთო კლუბები ასეთი ასტრონომიული თანხების გადახდას გააგრძელებენ, მაშინ სისტემა არამდგრადი იქნება. ეს მხოლოდ მათ ლოგიკას ექვემდებარება, ვისაც ბევრი ფული აქვს, განსაკუთრებით სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანიების და არა ინდივიდუალური მეწარმეების".

"მილანის" მოდელი, პირიქით, ჭკვიანური და დაგეგმილი ინვესტიციების საშუალებით, ჯანსაღ, მდგრად ზრდას აჩვენებს. საბედნიეროდ, ფეხბურთში სულ უფრო და უფრო მეტი მომზადებული დირექტორი მოდის", - ციტირებს დი სიერვოს სიტყვებს AS-ი.