ავტორიზაცია

სიტის გენდირექტორი: "ბოლო წლებში იუნაიტედმა ჩვენზე მეტი დახარჯა, მაგრამ შეხედეთ მოგებულ ტიტულებს"

სიტის გენდირექტორი: "ბოლო წლებში იუნაიტედმა ჩვენზე მეტი დახარჯა, მაგრამ შეხედეთ მოგებულ ტიტულებს"
თარიღი 26 მაი 2022, 13:31

"მანჩესტერ სიტის" გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიანომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას არაეფექტური ხარჯების გამო უსაყვედურა.

"თუ ინგლისური კლუბების შემოსავალს გადავხედავთ, ყველაზე მეტს "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოიმუშავებს. მათ "სიტიზე", "ლივერპულზე" და "ჩელსიზე" 100 მილიონი ფუნტით მეტი გამოიმუშავეს".

"ყველაზე მეტი ფული გვაქვს? ეს არარსებულია. რეალურად, ნაკლები გვაქვს. რამდენი დახარჯა ბოლო წლებში "იუნაიტედმა" და რამდენი "სიტიმ"?".

"თუ გაანალიზებთ, დაინახავთ, რომ "იუნაიტედმა" მეტი დახარჯა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადში "სიტიმ" 11 ტიტული მოიგო, "იუნაიტედმა" კი 1-2 და პრემიერ ლიგის ჩემპიონი ერთხელაც კი ვერ გახდა", - ციტირებს სორიანოს სიტყვებს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.