ავტორიზაცია

ლაპორტა: "ნეიმარი? პსჟ-ში გადასული ფეხბურთელები ფულის გამო მონობას დათანხმდნენ"

ლაპორტა: "ნეიმარი? პსჟ-ში გადასული ფეხბურთელები ფულის გამო მონობას დათანხმდნენ"
თარიღი 26 მაი 2022, 14:31

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "პარი სენ ჟერმენში" თამაში მონობას შეადარა.

– როგორ მოგწონთ ნეიმარი?

"ვის არ უყვარს ნეიმარი? გამორჩეული ფეხბურთელია".

– შესაძლოა, "პსჟ"-მ გაუშვას

"მისი კონტრაქტი კიდევ 4-5 წელზეა გათვლილი. ფეხბურთელები, რომლებმაც "პსჟ"-ს მსგავს კლუბთან გააფორმეს ხელშეკრულება, პრაქტიკულად მონობას დათანხმდნენ. ფულის გამო".

"თუ წასული ფეხბურთელები "ბარსაში" დაბრუნდებიან, მაშინ მხოლოდ უფასოდ. ასეთ ტრანსფერებს ვერ გავჩარხავთ. მაგრამ საშუალებაც რომ გვქონდეს, ამას არ გავაკეთებთ, ეს ირაციონალურია", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს L'Esportiu.

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენმა" ნეიმარი 2017 წელს "ბარსელონადან" რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.