ავტორიზაცია

სატრანსფერი საგა დასრულდა — სალაჰმა ლივერპულში საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

სატრანსფერი საგა დასრულდა — სალაჰმა ლივერპულში საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 26 მაი 2022, 14:39

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონს მერსისაიდულ კლუბში გაატარებს.

მოგეხსენებათ, 29 წლის ეგვიპტელს ინგლისურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

"კონტრაქტზე არ ვარ კონცენტრირებული. საერთოდ არ მინდა ეგოისტობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი კვირაა".

"უბრალოდ გუნდზე ვარ კონცენტრირებული და ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება მსურს. მინდა, ჰენდო თასით ხელში ვიხილო და იმედი მაქვს, გადმომცემს".

"ახლა კონტრაქტზე საუბარს არ ვაპირებ. მომავალ სეზონს ნამდვილად აქ გავატარებ, ეს ცხადია", - ციტირებს სალაჰის სიტყვებს Sky Sports-ი.