ავტორიზაცია

სიტის გენდირექტორი: "კიდევ 3 კლუბს შეეძლო ჰოლანდისთვის იმდენის გადახდა, რამდენიც ჩვენ შევთავაზეთ"

სიტის გენდირექტორი: "კიდევ 3 კლუბს შეეძლო ჰოლანდისთვის იმდენის გადახდა, რამდენიც ჩვენ შევთავაზეთ"
თარიღი 26 მაი 2022, 14:58

"მანჩესტერ სიტის" გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიანომ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"ჰოლანდმა ჩვენ აგვირჩია. სატრანსფერო ფასი თქვენთვის ცნობილია - გონივრულ ფარგლებშია. მისი ხელფასი კი არის ის, რისი საშუალებაც გვაქვს და რასაც იმსახურებს".

"პროექტის არსი ავუხსენით. ამ თანხის გადახდა "მანჩესტერ იუნაიტედს", "ბაიერნს", "რეალსაც" შეეძლოთ. მაგრამ თავად გადაწყვიტა, სად სურს თამაში და ამით გახარებულები ვართ".

"ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულები, კარგ ასპარეზობაზე, გამარჯვებებზე და არა ვარსკვლავებზე. ცენტრალური თავდამსხმელი გვაკლდა. ერთ წელზე მეტია აგუეროს შესანიშნავ შემცვლელს ვეძებთ და ჰოლანდი შესაფერისი ადამიანია", - ციტირებს სორიანოს სიტყვებს Daily Mail-ი.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი 60 მილიონ ევროდ იყიდა და "ქალაქელთა" რიგებში მისი ყოველკვირეული ხელფასი 375 ათასი იქნება.